ნინო დანელია: არჩევნებს მედია ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა
მედიამკვლევარი ნინო დანელია მედიის მიერ თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებით კმაყოფილია და ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი ხარისხით მიმდინარეობდა არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის გაშუქება.
დანელია ამბობს, რომ მიმდინარე არჩევნებს მედია ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა, ისევე როგორც პოლიტიკური სუბიექტები და მობილიზაციაც თვალშისაცემი იყო.
,,პოლიტიკური კომუნიკაცია იყო მეტად დახვეწილი და ჟურნალისტებიც მომზადებულები შეხვდნენ არჩევნებს“, – ამბობს დანელია.
მისი თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მედია თვალს ხუჭავდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, თუმცა საბოლოო ჯამში ამომრჩეველი მაინც უკეთ იყო ინფორმირებული.
,,კარგია რომ ამ პროცესში გამოიკვეთა ნეიტრალური მხარე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სახით, რასაც შესაბამისი კვლევებიც ადასტურებს“ – ამბობს დანელია.
კატეგორია: გიორგი ფუტკარაძე • თბილისი • ჟურნალისტები



აჩუქეთ ვინმემ ნინო დანელიას ლეპტოპი და ინტერნეტი, რააა
)